აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
ბლინკენის თქმით, ეს შეფასება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენი შეფასება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან არსებული ინფორმაციის გულდასმით განხილვას ეფუძნება“, - განაცხადა ბლინკენმა.