უკრაინული ფეხბურთის ვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ daily mail-თან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:
"რუსებთან ძველებური ურთიერთობა ვეღარ გვექნება. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ომის შეჩერება სურთ, თუმცა მე მათ ვეუბნები - გამოდით ქუჩაში! ეს მარტივი არაა, თუმცა ერთადერთი შანსია, ხალხმა სიმართლე გაიგოს. რუსი სპორტსმენების ტურნირებიდან მოხსნას ვეთანხმები, მათზე ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ!
პუტინმა თქვა, რომ ეს სპეცოპერაციაა, არადა, უდანაშაულო ხალხის ხოცვაა. ბავშვები იღუპებიან - ამას გამართლება არ აქვს!"
წყარო: Sportall.ge