თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება. ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. წინა პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის იმსჯელეს იმ ვიდეომასალაზე, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობას აჩვენებს. ასევე გასული პროცესებიდან ირკვევა, რომ მტკიცებულებების გამოქვეყნება ჯერ არ დასრულებულა.