რუსეთის მთავარი დასაზვერვო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შავ ზღვაში რამდენიმე ასეული ნაღმი დაცურავს, უკრაინული მხარეც ადასტურებს. უკრაინაში აცხადებენ, რომ ნაღმების ოდესის პორტის დასაცავად ზღვაში განთავსებაზე ინფორმაცია, საჯაროდ გაავრცელეს და საერთაშორისო სტანდარტები არ დაურღვევიათ. კაბელების დაზიანება კი შტორმმა გამოიწვია, რის შედეგადაც ნაღმები უკვე ზღაში გაიფანტა. უკრაინული მხარე რუსეთს შავი ზღვის ნაწილების დახურვის მცდელობაში ადანაშაულებს.