ორგანიზაცია CoorDown-მა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიით, გლობალური აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტა. Just The Two Of Us – ასე ეწოდება ვიდეორგოლს, რომელიც ცდილობს დაიცვას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლება, ჰქონდეთ დამოუკიდებელი რომანტიული ხასიათის ურთიერთობები, წვდომა სწორ ინფორმაციაზე და სრული სექსუალური თავისუფლება. Just The Two Of Us-ის სიუჟეტი გროვერ ვაშინგტონისა და ბილ ვიზერსის ამავე სახელწოდების სიმღერის ფონზე მიმდინარეობს. სხვადასხვა სცენაში, სააგენტო Small ჰიპერბოლის გამოყენებით გვახვედრებს, რომ სიყვარულისთვის პირადი სივრცე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც სჭირდებათ.