მსახიობი ქეთი ჩხეიძე უკრაინელებს მიმართავს, მათ უბოდიშებს, რომ უკრაინული არ იცის და იძულებულია, ეს მიმართვა რუსულ ენაზე ჩაწეროს:
„ჩვენ ვლოცულობთ და გამუდმებით თქვენზე ვფიქრობთ… სხვანაირად შეუძლებელია. გული გვეგლიჯება უსუსურობისგან. ყველას სურს თქვენ გვერდით ყოფნა, ვიღაცას სიტყვით, ვიღაცას – ფულით, ვიღაცას – იარაღით. ისე, როგორც შეუძლიათ. სამწუხაროდ, თქვენი შესანიშნავი ქვეყანა უკრაინა გახდა პუტინის რუსეთის რეჟიმის მსხვერპლი. ჩვენ არაერთხელ გადავიტანეთ ეს, მაგრამ ის, რაც დღეს თქვენს მიწაზე ხდება, საშინელებაა თავისი მასშტაბითა და მწუხარებით. ამას წინათ ვუყურებდი მარიუპოლის და ლვოვის თეატრების კადრებს. უნებურად გამახსენდა ჩემი თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი. 32 წლის წინ, 9 აპრილს, დილის 4 საათზე, რუსეთი ატარებდა სამხედრო ოპერაციის თბილისში. მაშინაც თეატრმა შეიფარა თავისი თანამოქალაქეები, რომლებიც რუს ჯარისკაცებს ემალებოდნენ… მაშინ, ძირითადად, ქალები დაიღუპნენ, შიშის გამო, ძალაგამოცლილები ვერ გარბოდნენ, მათ ეწეოდნენ…
მთელი მსოფლიო და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი თანაგიგრძნობთ და ამ ომის წინააღმდეგია, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ უკრაინა გამარჯვებულია, რადგან დაადასტურა თავისი სიამაყე, ღირსება და შეუპოვრობა. დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა იმ მაგალითისთვის, რაც მთელ მსოფლიოს აჩვენეთ – როგორ უნდა დაიცვა საკუთარი სამშობლო. ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მსგავს პატარა ქვეყანას, მიეცა მომავლის იმედი! გამაგრდით, ჩემო ძვირფასებო! დიდება უკრაინას!..“