მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას - Palitra News

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

2022-03-23 08:42:10+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვირტუალურად, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters, Interfax News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ზელენსკი მონაწილეობას, ჯერ კიდევ მუშავდება.

შეგახსენებთ, 24 მარტს ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება. სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ამერიკამ და ევროპამ უნდა განაგრძოს ერთად დგომა“, - დაწერა სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ "ტვიტერზე".