ელისეის სასახლე აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ცალ-ცალკე მის რუს და უკრაინელ კოლეგებს ესაუბრა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
,,ამ დროისთვის, შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტი მაკრონი დარწმუნებულია, რომ საჭიროა, მისი ძალისხმევის გაგრძელება. სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა ცეცხლის შეწყვეტისა და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისა, რუსეთსა და უკრაინას შორის", - ნათქვამია განცხადებაში.
ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, ერთ საათს გაგრძელდა.