რუსულმა ძალებმა ზებგერითი რაკეტები უკრაინაში მინიმუმ ერთხელ გამოიყენეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, უცნობია, რა იყო ასეთი ტიპის რაკეტის გამოყენების მიზეზი.
”ზუსტად გაუგებარია რა იყო მათი განზრახვა. ძნელია იმის ცოდნა, თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მარაგებისა და მუშაობის პრობლემებთან, რაც მათ აქვთ ზუსტ მართვად საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა კირბიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა.