ფრანგულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა TotalEnergies-მა განაცხადა, რომ შესყიდვას არაუგვიანეს 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას შეწყვეტს.
„უკრაინაში ვითარების გაუარესების და ევროპისთვის მიწოდების ალტერნატიული წყაროების არსებობის გათვალისწინებით, TotalEnergies-მა ცალმხრივად გადაწყვიტა არ დადოს ან განაახლოს რაიმე კონტრაქტი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის მიზნით, იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსული ნავთობის ან ნავთობპროდუქტები შესყიდვა რაც შეიძლება მალე, არაუგვიანეს 2022 წლის ბოლომდე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მათი განმარტებით, მოახდენს ნავთობპროდუქტების მობილიზებას სხვა ადგილებიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან.
ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეძენას გააგრძელებენ.