2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 72.6 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 45,5%-ით აღემტება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 49.9 მილიონი აშშ დოლარის ავტომობილი გავიდა.
იმ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალში, სადაც საქართველოდან 2022 წელს ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, ლიდეობს; აზერბაიჯანი - 40.7 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს ყაზახეთი - 7.4 მლნ აშშ დოლარით, მე-3 ადგილზეა უკრაინა - 6.8 მლნ აშშ დოლარის რეექსპორტით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ბელგია და ყირგიზეთი იკავებენ, სადაც რეექსპორტმა შესაბამისად, 3.4 მლნ და 2. 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნების ათეულში ხვდება ასევე: სომხეთი, რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ტაჯიკეთი და მოლდოვა.
ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებში 760.4 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა. ექსპორტი წელს ჯამურად 54.5%-ით გაიზარდა. საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლის ექსპორტმაც წელს 156 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, მესამეზე კი მსუბუქი ავტომობილები.