უმრავლეობის განცხადებით, საქართველო საგარეო კურსის გადახედვას არ აპირებს, ოპოზიცია კი თვლის, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი საგანგაშოა - Palitra News

უმრავლეობის განცხადებით, საქართველო საგარეო კურსის გადახედვას არ აპირებს, ოპოზიცია კი თვლის, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი საგანგაშოა

2022-03-22 16:57:47+04:00

რა იქნება საქართველოს პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი ქვეყნის წინაშე დადგება, - საპარლამენტო უმრავლეოსობაში აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული და მის გადახედვას არ აპირებს.

ამასთან, მმართველი გუნდი მზადაა პარტნიორებთან ერთად განვიხილოს, რისი გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დისკუსია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სიტუაციას ამოწმებს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი საგანგაშოა და ეს არის თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე.