„ომის პარტიის" მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ "ომის პარტიის" მიერ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.