2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით ჩატარდება. ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში გახსნილ 14 საარჩევნო უბანზე საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში, იმიტირებული არჩევნების დაკვირვების შემდეგ განუცხადა, იმიტირებული კენჭისყრის პროცესის დასრულებისა და შესწავლის შემდეგ ცესკო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღეს იქნება თუ არა გამოყენებული საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ელექტრონული ტექნოლოგია.