გუბაზ სანიკიძე - ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? „ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე ყელსახვევით გაგუდეს - Palitra News

გუბაზ სანიკიძე - ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? „ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე ყელსახვევით გაგუდეს

2022-03-22 14:09:02+04:00

გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, ომი არ დაიწყოო. ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს პუტინის დასასრული, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ ტრიბუნალი გაიწელება და მას ქვეყნის „შიგნიდან“ მოიშორებენ.