თბილისის საქალაქო სასამართლოში, ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის 2020 წელს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა.
დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე გადაისინჯა ხაბეიშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია და დაზარალებულის ნაცვლად, ლევან ხაბეიშვილი ბრალდებულის სავარძელზე აღმოჩნდა. მისივე თქმით, წარდგენილი აქვთ არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა და დაზიანებები არ მიუღია, რაც ვიდეომასალებშიც ნათლად ჩანს.