„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დისკუსია კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ "ქართული ოცნება" სიტუაციას ამოწმებს. მისი თქმით ამ ფონზე ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არჩევანი გაკეთებულია, კონსტიტუციაში წერია, რა არის ქვეყნის არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ შეცვლის.