უკრაინაში შეჭრის და ომის გაჩაღების გამო ოკუპანტ რუსეთს უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციები დაუწესდა. რუსული ბიზნესი მილიარდობით დოლარს კარგავს. გაუფასურდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, რუბლი. როგორ აისახა სანქციები ადგილობრივ მოსახლეობაზე ამის გარკვევა მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან ვცადეთ.
დიტო კილასონია:
- მოსკოვში სანქციების შემდეგ ეკონომიკურად ძალიან გართულდა ვითარება. ყოველ დღე მატულობს ფასები. გაორმაგდა შაქარის, წიწიბურას, მაკარონის, მარილის, ბრინჯის და ა.შ. საფასური. განსაკუთრებით ომის პირველ დღეებში იყო პანიკა, უცებ დაცარიელდა დახლები, ხალხმა სურსათის მარაგების შექმნა დაიწყო. ახლა მაღაზიებში პროდუქტები კია, მაგრამ ფასებია ძალიან მაღალი. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა შაქარზეა, რაც მაღაზიაში ხან არის, ხან - არ არის. რომ შემოიტანენ, ეგრევე ყიდულობენ. ტანსაცმლის ბრენდებიდან თითქმის ყველა გავიდა რუსეთიდან. ყველა ბრენდული მაღაზია დაიხურა. სოციალურ ქსელთან წვდომის პრობლემაა. "ფეისბუქი", "ინსტაგრამი", "იუთუბი" გათიშულია. ზოგჯერ "ვოცაპზეც" ჭირს დარეკვა. "ვაიბერი" ხშირად არ იხსნება. ძალიან გართულებულია ზოგადად ინტერნეტკავშირი. რუსული რუბლი ძალიან გაუფასურებულია. 1000 დოლარში გადამცვლელი ჯიხურები 80 000 რუბლს გაძლევენ, მაგრამ შენ რომ გინდა დოლარის ყიდვა, ვერ ყიდულობ, ჯიხურები არ ყიდიან დოლარს. არის დოლარის ბირჟა და იქ 1000 დოლარი რომ იყიდო, დაახლოებით, 140 000 -150 000 რუბლი უნდა გადაიხადო. ომის დაწყებამდე 1000 დოლარი 70 000 რუბლი ღირდა, კურსი გაორმაგებულზე მეტია. ხორცის, თევზის ფასი ფაქტობრივად, გასამმაგდა და ყოველდღიურად მატულობს. უნდა ნახოთ, როგორ ითვლიან აკანკალებული ხელით მოხუცები ხურდას და გრამობით ყიდულობენ პროდუქტებს. წაიკითხეთ სტატია სრულად...