პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრი - Palitra News

პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრი

2022-03-22 11:21:47+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ყოველდღიური ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.