განათლების მინისტრი თბილისის იმ სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე ჩაირიცხა. მიხეილ ჩხენკელი ბავშვების საჭროებებს ადგილზე გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.
უწყების ინფორმაციით, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია.