აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდემა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხი განიხლა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობდნენ.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა „განიხილეს უკრაინაში რუსეთის სასტიკ ტაქტიკასთან, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმებთან, დაკავშირებული სერიოზული შეშფოთება.“
„მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის მიმართ მუდმივ მხარდაჭერას, მათ შორის უსაფრთხოების დახმარების გაწევით მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსული აგრესიისგან და ჰუმანიტარული დახმარება მილიონობით უკრაინელისთვის, რომლებიც ძალადობას გაექცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირის ბოლოს ევროპაში გაემგზავრება და ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებთან ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს, რის შემდეგაც პარასკევს, ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჯეი დუდასთან.