მელიტოპოლში უკრაინელი ჟურნალისტები დააკავეს - Palitra News

მელიტოპოლში უკრაინელი ჟურნალისტები დააკავეს

2022-03-22 08:27:01+04:00

რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და გამოცემა Melitopolski Vidomosti-ს ვებგვერდი დაბლოკეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Melitopolski Vidomosti-ის რამდენიმე ჟურნალისტი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

"შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ გაზეთ Melitopolski Vidomosti-ის ჟურნალისტების ოლგა ოლხოვსკასა და ლიუბოვ ჩაიკას, გამომცემლის მიხაილო კუმოკის და რედაქტორის, ევგენია ბორიანის სახლებში. დააკავეს ისინი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით", - აცხადებენ დაკავებული ჟურნალისტების კოლეგები.

Melitopolski Vidomosti-ს მფლობელი მედია ჰოლდინგის, MV-ის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, კოლეგების გათავისუფლებაში დაეხმარონ.