ხელისუფლებისგან გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილი რუსეთს გადასცენ - გიორგი მარგველაშვილი - Palitra News

ხელისუფლებისგან გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილი რუსეთს გადასცენ - გიორგი მარგველაშვილი

2022-03-21 23:47:06+04:00

ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარ გამოვრიცხავ იმას, რომ სააკაშვილი მართლაც გადასცენ რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, სახელმწიფომ ეკონომიკური მოგება უნდა ნახოს, „ქართული ოცნებისგან“ გასაკვირი არ იქნება სააკაშვილის მოსკოვისთვის გადაცემა.