რუსეთის მთავრობის მტკიცებით, ძირითადი მოხმარების საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პანიკა არ არის საჭირო.
„ჩვენ სრულად ვფარავთ ჩვენს საჭიროებებს შაქარსა და წიწიბურაზე“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება მან მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ "არ არის საჭირო პანიკა, არ არის საჭირო ამ პროდუქტის მომარაგება. ყველასთვის საკმარისია".
თუმცა მან თქვა, რომ რუსეთი წელს გაზრდის შაქრის ჭარხლისა და წიწიბურას მოსაყვანად მიწის ფართობებს.
აბრამჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აძლევს საფუძველს ჰქონდეს, საკვების დიფიციტის მოლოდინი.
მისი თქმით, რუსეთი აფართოებს იმპორტს „მეგობრული ქვეყნებიდან“ რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის, ხორცისა და ცხოველის საკვების მარაგების გარანტირებისთვის.
როგორც BBC-ი წერს, მან ამ ჯგუფში მოიხსენია ყოფილი საბჭოთა მეზობლები, ისევე როგორც თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთი.