ედგარს რინკევიჩსი - რუსეთის მთავრობისა და ცალკეული პირების ყველა გაყინული აქტივი, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისთვის უნდა იქნას გამოყენებული - Palitra News

ედგარს რინკევიჩსი - რუსეთის მთავრობისა და ცალკეული პირების ყველა გაყინული აქტივი, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისთვის უნდა იქნას გამოყენებული

2022-03-21 19:16:17+04:00

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის გაყინული აქციები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„როგორც რუსეთის მთავრობის, ასევე ცალკეული პირების ყველა გაყინული აქტივი, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისთვის უნდა იქნას გამოყენებული”, - წერს ის.