ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ ბოინგ 737-ში 133-ი მგზავრი იყო.
ადგილობრივი მედია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. ასევე, ჯერ არ სახელდება ავიაკატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზი.