მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე ქვეყნის ელჩის საქართველოში დანიშვნის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებზე მმართველი გუნდის უარის ფონზე მაინც იმყოფებოდა, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დავა ვერ დაიწყება თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილება არ შევა. სწორედ ამ ცვლილებისთვის ემზადება "ქართული ოცნება".