ძალიან სასიხარულოა... ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა - ირაკლი ღარიბაშვილი - Palitra News

ძალიან სასიხარულოა... ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა - ირაკლი ღარიბაშვილი

2022-03-21 14:36:36+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასიხარულოა ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პოლიტიკას იზიარეს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ „გორბის“ კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა დადებითად აფასებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას“.