საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დასრულდა.
სხდომას მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საქმის მეორე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშიაც დაესწრო. სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია აქცია გაიმართა.
პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.