კონსტიტუციასა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონს შორის ცდომილება არსებობდა, ეს ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ საკითხი არ დავძარით, რადგან აქამდე ამის პრაქტიკული საჭიროება არ იკვეთებოდა - საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, სპეკულაციები მოჰყვებოდა, - აღნიშნული განმარტება უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
ამავე კონტექსტში მიქანაძემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება იმავე დღეს მოხდა, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს აპირებდა. მიქანაძის თქმით, “გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო იყო ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა“