თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

2022-03-21 12:59:39+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ - ამ მოთხოვნით აქტივისტები ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლოს ეზოში იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავებიც.