ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ, ფუი იმ ქვეყანას, სადაც ასეთ კაცს აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, როდესაც კრიმინალები წყნარად დაიარებიან ქუჩებში და რუსეთის დროშებს დააფრიალებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
მან უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ოჯახს მიუსამძიმრა.