დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა - Palitra News

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

2022-03-21 12:20:51+04:00

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ კამპანიასაც შეუერთდა, რომელიც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული. განათლების მინისტრმა N198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.