უკრაინის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სუმიში „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური „ტელეგრამის“ გვერდზე წერს.
მათი ინფორმაციით ავარიის ლიკვიდირება ადგილობრივი დროით 07:49 საათზე გახდა შესაძლებელი.
„07:49 საათზე ქალაქ სუმიში, ავარია, რომლის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია,“ - ნათქვამია განცხადებაში.