რუსეთის ფედერაციამ რივნეს რეგიონში მდებარე პოლიგონზე ორი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას რივნეს რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კოვალი ავრცელებს.
„ომის 26-ე დღე. დღეს საჰაერო თავდასხმის განგაში სამჯერ გაისმა რივნეს რეგიონში. ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ ერთობლივი შეიარაღების პოლიგონზე", - განაცხადა ვიტალი კოვალმა.
დარტყმა ადგილობრივი დაახლოებით 2:30 საათზე მოხდა. ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.