უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მარიუპოლში რუსეთის ქმედებები არის „თავი მეორე მსოფლიო ომიდან”.
„თავდაპირველად მოვიდნენ ქალაქების დასანგრევად, დაბომბეს რა საავადმყოფოები, თეატრები, სკოლები და თავშესაფრები , დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები. შემდეგ შეშინებული, დაქანცული ხალხი იძულებით გადაასახლეს დამპყრობლის მიწაზე. ეს არის თავი მეორე მსოფლიო ომიდან? არა – ეს არის რუსული არმიის ქმედებები დღეს მარიუპოლში“, - წერს ნიკოლენკო „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, მარიუპოლის ქალაქის საკრებულომ გუშინ განაცხადა, რომ მოქალაქეები მარიუპოლიდან რუსეთში თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ.
RIA Novosti-ს ცნობით, რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა დღეს განაცხადა, რომ მარიუპოლის თითქმის 60 000 მაცხოვრებელი "რუსეთში სრულ უსაფრთხოებაში იმყოფება".