უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მის ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მიიღებდნენ, მაშინ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
„ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მსურს უსაფრთხოების გარანტიები მივიღო ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ CNN-ს და დასძინა, რომ იგი მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ნატო უწევს მის ქვეყანას.
„მე მათ პირადად ვთხოვე, რომ პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ თქვენს მიღებას ნატოში ერთ ან ორ ან ხუთ წელიწადში, უბრალოდ თქვით ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ თქვით: არა. პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ იქნებით ნატოს წევრი, მაგრამ საჯაროდ, ნატოს კარი ღია დარჩება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.