უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში აქციები მიმდინარეობს. ხერსონში, კახოვკასა და ბერდიანსკში, რომლებსაც ამჟამად რუსული ჯარები აკონტროლებენ, მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ სოციალურ მედიაში კადრები გავრცელდა.
როგორც BBC-ი წერს, როგორც ჩანს, აქციები მშვიდობიანია და რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დაურბევიათ.
ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც Ukrayinska Pravda-მ გაავრცელა, ჩანს მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც უკრაინის დროშებს აფრიალებენ ხერსონში და სკანდირებენ "ხერსონი უკრაინაა!".