კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა - Palitra News

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

2022-03-20 10:57:01+04:00

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

„კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ მივიდნენ სამოქალაქო დაცვის თავშესაფარში“, - ნათქვამია განცხადებაში.