რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ოდესის ოლქის ველიკი დალნიკისა და ველიკოდოლინსკოეს დასახლებებში რადიო და ელექტრონული დაზვერვის ცენტრები გაანადგურეს.
„19 მარტს რუსული ოპერატიულ-ტაქტიკურმა და უპილოტო საფრანმა აპარატებმა უკრაინაში 69 სამხედრო ობიექტს დაარტყეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე მტკიცებით, საერთო ჯამში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, 1438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური, 556 საველე საარტილერიო და ნაღმტყორცნები, ასევე 1237 ერთეული სამხედრო მანქანა გაანადგურეს.