პარლამენტთან პლატფორმა "ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის" აქცია-პერფორმანსი გამართა - Palitra News

პარლამენტთან პლატფორმა "ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის" აქცია-პერფორმანსი გამართა

2022-03-19 15:03:54+04:00

პარლამენტთან პლატფორმა “ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის” აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის სლოგანია - “როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია”. პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ სათამაშოები დააწყეს და უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს. მათი თქმით, აქციის სიმბოლოა - ბავშვები სათამაშოების გარეშე. აქციის მონაწილეების განცხადებით, სათამაშოებს შეაგროვებენ და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნიან.