ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა - Palitra News

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

2022-03-19 13:58:36+04:00

კონფერენციის „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები კი უკვე გაიხსნა.