დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შემდეგ ,ახლა უკვე ყოფილი პრემიერი გამოხატავს უკრაინისადმი ქმედით მხარდაჭერას . დევიდ კამერონი სატვირთო მანქანით თავად მიემგზავრება პოლონეთში, რათა უკრაინისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება ,,წითელ ჯვარს" მიაწოდოს. “ დასავლეთ ოქსფრიდში საზოგადოების და ზოგადად, ბრიტანელი ხალხის გულუხვობა, ფენომენალური იყო. წინ მივიწევთ, რომ ჩვენს მეზობლებს, მათი გაჭირვების დროს დავეხმაროთ. მე ამჟამად პოლონეთში მივდივარ, რათა ჩვენი გზავნილი, წითელ ჯვარს მივაწოდოთ. ეს იქნება გრძელი გზა, მაგრამ განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით", - წერს ყოფილი პრემიერი.