ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარს უჭერს. ამის შესახებ მიშელმა "ტვიტერზე" დაწერა. "მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ძირითადი სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეთა დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება", - წერს მიშელი. ამასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთ "ტვიტში" წერს, რომ ფონდი გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ხერხემალი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისთვის, როგორც კი საომარი მოქმედებები შეჩერდება. შარლ მიშელის განცხადებით, პარტნიორებს შეუძლიათ ფონდში საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით წვლილი შეიტანონ. შარლ მიშელი "ტვიტერში" ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბრასაც და წერს, რომ მათ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები განიხილეს.