გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის დიდი ქალაქებიდან, ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით, 9145 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აღნიშნულ რიცხვებში საპორტო ქალაქ მარიუპოლის თითქმის 5000 მცხოვრები შედის, რომელიც რუსული ძალების მიერ, მუდმივი თავდასხმის ქვეშ იყო. მათივე ინფორმაციით, 4000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სუმი, ხოლო დაახლოებით 500-მა ავტობუსით დატოვა ზაპოროჟიე, სადაც ევროპის უდიდესი ატომური სადგური მდებარეობს.