ევროკავშირში ფიქრობენ, რაში გამოიყენონ რუსი ოლიგარქებისთვის გაყინული აქტივები. ერთ-ერთი იდეა, რომელიც ჯერ ადრეულ დამუშავების სტატიაზეა, გულისხმობს აქტივების გამოყენებას უკრაინის აღდგენით პროცესში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება აქტივების გამოყენება ომის რეპარაციების დასაფინანსებლად. საბოლოო ჯამში გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთვის ევროკავშირმა სანქციები რუსი მაღალჩინოსნების, პროპაგანდისტებისა და კომპანიების გარდა, უშუალოდ ოლიგარქებსაც დაუწესა. მათ ძვირად ღირებული იახტები, კერძო თვითმფრინავები და ვილები ჩამოერთვათ. მხოლოდ იტალიამ 780 მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაუყინა ოლიგარქებს.