საქართველოში გერმანიის საელჩო გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის გამართლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
გერმანიის საელჩო ხაზს უსვამს, რომ არც გიგი კალანდაძის და არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლისსამართლებრივი წარმოებ არ მიმდინარეობდა. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და არც არავინ გაუმართლებიათ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლიც თანახმად, გერმანულმა სასამართლომ გენერალი გიგი კალანდაძე გაამართლა.