"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები - ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ? - Palitra News

"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები - ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ?

2022-03-18 14:22:49+04:00

ვიდ­რე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და ბავ­შვე­ბის წი­ნა­შე და­უნ­დო­ბელ ომს აწარ­მო­ებს, მე­დი­ა­ში სას­ტი­კი ლი­დე­რის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ლუდ­მი­ლა შკრებ­ნე­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია 1985 წლის 28 აპ­რილს ლე­ნინ­გრად­ში და­ი­ბა­და, ხოლო უმ­ცრო­სი კა­ტე­რი­ნა 1986 წლის 31 აგ­ვის­ტოს დრეზ­დენ­ში. პუ­ტინს კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს უსა­უბ­რია შვი­ლებ­ზე.

"მე მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­შიც ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის ვაძ­ლევ. მას პა­ტი­ვი უნდა სცენ", - ამ­ბობ­და დიქ­ტა­ტო­რი.

მა­რია პუ­ტი­ნას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც მა­რია ვო­რონ­ცო­ვა, პუ­ტი­ნის დე­დის, მა­რია ივა­ნოვ­ნა შე­ლო­მო­ვას სა­ხე­ლი ჰქვია. სწავ­ლობ­და გერ­მა­ნი­ა­სა და მოს­კოვ­ში. და­სავ­ლურ და რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­რია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ჰო­ლან­დი­ელ ბიზ­ნეს­მენ­ზე, "გა­ზპ­რომ­ბან­კი­სა" და რუ­სუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის MEF Audit-ის ყო­ფილ ტოპ მე­ნე­ჯერ­ზე. წყვილს ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც 2012 წლის 15 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. პუ­ტი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის ფაქ­ტი 2014 წელს მის­მა დიდი ხნის მე­გო­ბარ­მა, მუ­სი­კოს­მა სერ­გეი როლ­დუ­გინ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­რია ცხოვ­რობ­და ჰო­ლან­დი­ის სო­ფელ ვორ­შო­ტენ­ში, მაგ­რამ პუ­ტინ­მა 2015 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ მის არც ერთი ქა­ლიშ­ვილს არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ზღვარ­გა­რეთ.

კა­ტე­რი­ნა პუ­ტი­ნა, იგი­ვე კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა, პუ­ტი­ნის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლია. კა­ტე­რი­ნამ პუ­ტი­ნას ნაც­ვლად ბე­ბი­ის - ეკა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას გვა­რი აიღო.

წაიკითხეთ სტატია სრულად