სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი 10 ნაბიჯის შესახებ ხედვა წარადგინა - Palitra News

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი 10 ნაბიჯის შესახებ ხედვა წარადგინა

2022-03-18 14:07:29+04:00

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი 10 ნაბიჯის შესახებ ხედვა წარადგინა, რაც ეროვნული სამოქმედო გეგმის შედგენას ითვალისწინებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვინაიდან იმ ფონზე როდესაც ქვეყანამ განაცხადი უკვე გააკეთა ამას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებისგან არ მოჰყოლია.

შესაბამისად, ახლა აუცილებელია შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები და ერთობლივად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან, რათა პროცესი ინკლუზიური იყოს.