საქართველოში, ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო ყალიბდება, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდება. ასევე განვითარდება აიტი მიმართულებები.
პროექტი, ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და დამატებით შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს. თემაზე, ეკონომიკის მინისტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს სამომავლო ხედვები. გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარების მიმართულებით.